2026-07-01 18:03:27, 320 ნახვა
ეკონომიკა
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა, შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ თოშხუა და შერვაშიძე დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა დღევანდელ დღემდე შეუმცირა.
1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროევროპული პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,