|
2026-05-24 16:47:46, 26655 ნახვა
Lifestyle
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს პალმის რტო“, რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს დრამამ — „ფიორდმა“ (Fjord) მოიპოვა. 2026 წლის 12-23 მაისს გამართული კინოფორუმი, რომლის ჟიურისაც სამხრეთკორეელი რეჟისორი პაკ ჩან-ვუკი ხელმძღვანელობდა, არაერთი მოულოდნელობითა და რამდენიმე კატეგორიაში ჯილდოების გაყოფით დაამახსოვრდა მაყურებელს. წლევანდელი კანის კინოფესტივალი გამორჩეული აღმოჩნდა მძაფრი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური თემებით. ორკვირიანი კინომარათონის შემდეგ, ჟიურის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფესტივალი უპირატესობას ავტორულ და კომპრომისების გარეშე შექმნილ კინოს ანიჭებს. კრისტიან მუნჯიუ გახდა მეათე რეჟისორი კინოს ისტორიაში, რომელმაც კანის მთავარი პრიზი ორჯერ მოიგო (პირველად 2007 წელს, ფილმისთვის „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“). მისი ახალი ფილმი „ფიორდი“ (Fjord), რომელშიც მთავარ როლებს სებასტიან სტენი და რენატე რეინსვე ასრულებენ, ნორვეგიის პატარა სოფელში დასახლებული ემიგრანტი ოჯახის გარშემო განვითარებულ კულტურულ და სოციალურ კონფლიქტებზე მოგვითხრობს. ფესტივალის მნიშვნელობით მეორე ჯილდო, გრან პრი, ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა — „მინოტავრმა“ (Minotaur) დაიმსახურა. წლევანდელი ჟიური განსაკუთრებით გულუხვი აღმოჩნდა მსახიობებისა და რეჟისორების მიმართ, რის გამოც რამდენიმე კატეგორიაში ერთდროულად ორი გამარჯვებული დასახელდა. საუკეთესო რეჟისურის პრიზი გაინაწილეს პოლონელმა ოსკაროსანმა პაველ პავლიკოვსკიმ (მისი პოსტ-ომისდროინდელი დრამისთვის „მამული“) და ესპანურმა დუეტმა „ლოს ხავისმა“ (ფილმისთვის „შავი ბურთი“). სამსახიობო ჯილდოებიც გაიყო: ქალის საუკეთესო როლისთვის პრიზი რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმის ვარსკვლავებმა, ვირჟინი ეფირამ და ტაო ოკამოტომ აიღეს, ხოლო მამაკაცის როლისთვის — ლუკას დონტის პირველი მსოფლიო ომისდროინდელი დრამის, „მშიშარას“ მსახიობებმა. ამერიკელ ლეგენდას, ბარბრა სტრეიზანდს, კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ოქროს პალმის რტო დაუსწრებლად გადაეცა (ტრავმის გამო მან საფრანგეთში ჩამოსვლა ვერ შეძლო), ხოლო ჯილდო მის ნაცვლად იზაბელ იუპერმა მიიღო. ფესტივალის მსვლელობისას საპატიო ჯილდოები ასევე გადაეცათ პიტერ ჯექსონსა და ჯონ ტრავოლტას.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)