|
2020-03-24 19:46:40, 9703 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ამერიკული კლასტერები გამოიკვეთა, რაც პასუხობს იმ ტენდენციას, რომელიც მსოფლიოშია
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში, ამ ბოლო დროს, ამერიკული კლასტერი გამოიკვეთა, რაც პასუხობს ტენდენციას, რომელიც მსოფლიოში გამოიკვეთა. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის ეპიდემია ამერიკის შეერთბულ შტატებში მძვინვარებს. „ამ ბოლო დროს სწორედ ამერიკული კლასტერი გამოიკვეთა. ეს პასუხობს იმ ტენდენციას, რომელიც მსოფლიოშია. თუ ადრე ჩინეთისა და კორეის შემდეგ ეპიდემია იტალიაში მძვინვარებდა, შემდეგ ევროპაში, ახლა ყველაზე სწრაფი ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება. გუშინ 7 ათასი ახალი შემთხვევა ჰქონდათ და საერთო რაოდენობით ამერიკა ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა. ამიტომ ბუნებრივია, თუ ადრე ჩვენთან ინფიცირებულები იყვნენ ძირითადად ირანული, იტალიური, ფრანგული და ესპანური კონტაქტებით, ახლა უკვე გაჩნდნენ ამერიკული კონტაქტებით. ჩვენთან ოთხი პირი იყო მოთავსებული. მათგან ორი ერთი ოჯახის წევრი, ორი სხვა, ცალ-ცალკე პირები. მარნეულის შემთხვევისგან განსხვავებით, მათი კონტაქტები ცნობილია. ისინი შესწავლილია ან შეისწავლება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)