22:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 13:23:48, 1239 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი ესპანეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეზე - მისი გადმოსვენების პროცედურები უკვე შეთანხმებულია ოჯახთან

 „საელჩო და საკონსულო არის კონტაქტზე ოჯახთან და მისი გადმოსვენების პროცედურები უკვე შეთანხმებულია ოჯახთან“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გადმოსვენება მოხდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პროცედურებით და გაწერილი პრაქტიკით.

 „ჩვენ, ბოლო ცუდი ინფორმაცია გვქონდა გუშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთში - 73 წლის მამაკაცი. მინდა ვისარგებლო ამით, სამძიმარს გამოვხატავ მისი ოჯახის მიმართ. მას ჰქონდა გარკვეული გართულებები სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით, ამან კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა. საელჩო და საკონსულო არის კონტაქტზე ოჯახთან და მისი გადმოსვენების პროცედურები უკვე შეთანხმებულია ოჯახთან. გადმოსვენება მოხდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პროცედურებით და გაწერილი პრაქტიკით“, - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics