12:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 01:46:26, 15365 ნახვა

ევროპის ამბები
იურისტი გიორგი გოცირიძე - რელიგიის თავისუფლება შეკრების თავისუფლებისგან დამოუკიდებელი უფლებაა

"რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას არ სჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, უფრო მეტიც, დეკრეტის გამოცემა რელიგიის თავისუფლების შესაზღუდად არის არაკონსტიტუციურიც, ვინადან კონსტიტუციის მე-16 მუხლი (რელიგიის თავისუფლება) არ არის იმ მუხლების ჩამონათვალში, რომლის შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობაშია დასაშვები.

მეორეს მხრივ, თავად მე-16 მუხლი უშვებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, ჩვეულებრივ და არა საგანგებო მდგომარეობაში. ამიტომ ეკლესიაში 10 ადამიანზე მეტის შეშვების აკრძალვა შესაძლებელი იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

კიდევ ერთი, ეკლესაში ხალხის შეკრებას იცავს რელიგიის და არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა არ გულისხმობს იმას რომ ავტომატურად ეს შეზღუდვა სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზეც გავრცელდება. რელიგიის თავისუფლება შეკრების თავისუფლებისგან დამოუკიდებელი უფლებაა."

გიორგი გოცირიძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics