12:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 17:01:18, 7693 ნახვა

ომი უკრაინაში
იმუნოლოგი კორონავირუსზე - ტესტები იქნება, მაგრამ იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა ყველა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიყვანოთ უმაღლეს რანგში  და სახელმწიფო არის ჩვენს მხარეს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა.

კულუმბეგოვის თქმით, ყველა შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების მიერ და უმჯობესი იქნება, თუ დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა კიდევ უფრო გაამკაცრებს.

„რაც კი შეიძლება იყოს დღეს თხოვნა, ადამიანთა თავშეყრის ადგილებიდან თავშეკავების, სახელმწიფომ ეს შეიძლება მოთხოვნაში გადაზარდოს. თუ ეს იქნება გამკაცრებული, მივესალმები.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი დამიზნებითი პოლიტიკა, რაც გამომდინარეობს ამ ქვეყნების ტრადიციიდან, ეკონომიური შესაძლებლობებიდან, და პოლიტიკური თუ სხვა ჯანდაცვის სისტემისადმი დამოკიდებულების შესაბამისია. შესაბამისად ჩვენ ვმსჯელობდით იმ საკითხებზე, როგორი მოდელი შეიძლება იყოს ყველაზე იდეალური და საუკეთესო საქართველოსთვის. ჩვენ განვიხილეთ სკანდინავიის და ბრიტანეთის მაგალითი, სადაც ამ მდგომარეობას უდგებიან, როგორც მარტივს და ამბობენ, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა მოიხადოს ეს ინფექცია და 80-82 პროცენტში ნამდვილად ასეა ეს ინფექცია და ჩვენ გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, სადაც ყველაზე მეტი რისკია მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ამის ფუფუნების შესაძლებლობა არ აქვს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტესტირების საკითხს. ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ყველა მსურველისთვის ტესტირების გაკეთების რესურსი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ტესტები იქნება, მაგრამ იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

„შევეხეთ ასევე ტესტირების საკითხს. როგორც ჩვენ შეხვედრაზე მივიღეთ ინფორმაცია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ერთი კვირის ფარგლებში მოხდეს ტესტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამედიცინო ნაწილი ჩაერევიან იმ თვალსაზრისით, რომ განისაზღვროს, ვის და როგორ უნდა გაუკეთდეს ტესტირება. ყველა მსურველისთვის ტესტირების გაკეთების რესურსი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ტესტები იქნება, მაგრამ იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. კარანტინის, თვითიზოლაციის და დაწესებული ღონისძიებების შესრულება არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ გადაცემის ჯაჭვს გავწყვეტთ და მაქსიმუმ 2-3 თვეში ეს ინფექცია ჩადგება კალაპოტში და ჩვენ ამ რისკებს ავცილდებით", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics