18:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 18:02:17, 3249 ნახვა

რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  სადეზინფექციო სამუშოები ყოველდღიურად, 24 საათში ერთხელ ხორციელდება.

აეროპორტის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზში არსებულ ყველა ობიექტს.

სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება საჰაერო ხომალდის სალონიც. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ასევე შეზღუდული დაშვების ზონაში განთავსებულ საველე კარვებში, სადაც მუდმივად მორიგეობენ მედიკოსები. საველე კარვებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ შემოწმებას გადიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა. უმეტესობა მათგანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics