2020-03-09 14:50:42, 3291 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში 6 პატიმარი დაიღუპა ბუნტის შედეგად, რომლებიც კორონავირუსის გამო კარანტინს აპროტესტებდნენ
ბოლონიის მახლობლად , მოდენაში მდებარე ციხეს ათეულობით პატიმარმა ცეცხლი წაუკიდა.
ისინი, კორონავირუსის გამო მეგობრების და ოჯახის წევრების ვიზიტის შეჩერებას აპროტესტებდნენ. აჯანყების შედეგად, საპროტესტო გამოსვლებზე ექვსი პატიმარი დაიღუპა.
დაახლოებით სამოცი პატიმარი აპროტესტებდა კარანტინის გამოცხადებას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ციხეს ცეცხლი წაუკიდეს.
ჩრდილოეთ იტალიის იზოლირებულ ნაწილში პატიმრების გაქცევის თავიდან ასარიდებლად, ჯარისკაცებმა და კარაბინიერებმა შენობას ალყა შემოარტყეს.
აჯანყება, ადგილობრივი დროით ღამის ორ საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც პატიმრებს მთავრობის საგანგებო განკარგულება გააცნეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით , მეგობრების და ოჯახის წევრების დროებით შეწყვეტილი ვიზიტების შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,