04:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 14:28:55, 2488 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე საარჩევნო სისტემაზე - 110/40-ზე არ არის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა

„110/40-ზე არ არის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდის არჩ ერთი სიტყვა რა დაიჯერება, ისინი უბრალოდ  პაიკები არიან.

„როდესაც ამბობდნენ, რომ 110/40-ზე და 5-ით მეტი 5-ით ნაკლები, ეს იმას ნიშნავს, რომ წუხელ ბიძინა ივანიშვილმა უფრო მწარე სიზმარი ნახა, ვიდრე მანამდე და ახლა ისევ უკან იხევს. არავინ არ იცის საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ერთი ადამიანი. ესენი არიან პაიკები, ამათი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება. არც იმის გვჯერა, რომ ესენი მართლა რაიმეს დაარეგისტრირებენ. ვნახოთ, დაარეგისტრირონ და ამის შემდეგ იქნება გაცხადებული ჩვენი პოზიცია, რაც ისედაც ნათელია, შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შეწყდეს რეპრესიები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები და არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. 110/40-ზე არ არის მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics