12:43 - 08 Aug, 2026
|
2020-03-04 13:26:48, 1178 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის გამოძიებას რუსეთისგან ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას თხოვნით მიმართა, აღიძრას საქმე ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ, რუსული მედია „რამბლერი“ იუწყება. ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში, ინსულტზე ჰქონდათ ეჭვი. მოგვიანებით, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში განაცხადეს, რომ ასლან ბჟანია 22 მარტს დაგეგმილ ე.წ არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს და შტაბი არჩევნების გადადების საკითხს დააყენებს.
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)