18:37 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 17:52:37, 3558 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის იუსტიციის სახლსა და  გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დამუშავდა, როგორც მომსახურების დარბაზები და ოპერატორთა მაგიდები, ისე ყველა სამუშაო სართული. დეზინფექცია ჩაუტარდა თბილისის იუსტიციის სახლის ოთხივე სართულს, სამუშაო ოთახებს, დერეფნებს, სველ წერტილებს და ტექნიკურ სათავსოებს.

თბილისის გარდა  სადეზინფექციო სამუშაოების  ჩატარება პარალელურ რეჟიმში რეგიონულ ფილიალებშიც დაიწყება, რომელის დასრულებაც მიმდინარე კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო ხსნარებს, რომლითაც შენობების დამუშავება ხორციელდება ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, იუსტიციის სახლში განმეორებითი დეზინფექცია  ყოველკვირეულად განხორციელდება.

გარდა ამისა, 2 მარტიდან დაიწყო და საჭირო დრომდე გაგრძელდება სამუშაო მაგიდების და სხვა ზედაპირების სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება.

იუსტიციის სახლი თანმიმდევრულად ახორცელებს და შემდგომშიც მზადაა შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც თანამშრომელთა და მომხარებელთა დაცვისთვისაა შემუშავებული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.

https://we.tl/t-Jspn6VlIYD





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics