2020-02-29 11:08:41, 2106 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 931-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 931-მდე, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 650-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსმა გავრცელების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და შესაძლოა ნებისმიერი მიმართულებით გავრცელდეს.
ამ დროისთვის კორონავირუსი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გვარცელებული.
ახალ ზელანდიაში, ნიგერიაში, ლიტვაში, ბელარუსიასა და ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც BBC-ი იუწყება, დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი Diamond Princess-ის მგზავრი იყო, ესაა საკრუიზო გემი, რომელიც იაპონიაში თითქმის მეორე კვირაა კარანტინშია. ცნობისთვის, საკრუიზო გემზე უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,