2020-02-28 05:55:27, 4579 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი მიმართავს ნატოს აამოქმედოს მე-5 მუხლი და მასზე თავდასხმას ალიანსზე თავდასხმად მიიჩნევს
თურქეთის ხელისუფლება "ნატოს" ოფიციალურად მიმართავს, აამოქმედოს ალიანსის მე-5 მუხლი, რის მიხედვითაც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე. - ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის "სამართლიანობა და განვითარების" პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიკმა განაცხადა.
მმართველი პარტიის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკამ უკვე დაიწყო კონსულტაციები ნატოსთან.
"ჩვენ ამ თავდასხმას განვიხილავთ, როგორც თავდასხმას მთელს ცივილიზებულ მსოფლიოზე და ნატოს წევრ ქვეყნებზე. ჩვენ ველოდებით ტოტალურ რეაქციას" - განუცხადა ომერ ჩელიკმა CNN Turk.-ს
ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებმა, იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. BBC-ს ცნობით დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან