07:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 13:54:01, 1621 ნახვა

კომენტარი
მარიამ ჯაში - თუ მინისტერიალი თბილისში ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდება, საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს, რაც სამართლიანი იქნება

„თუ მინისტერიალი თბილისში ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდება, საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს, რაც სამართლიანი იქნება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საქართველოში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს.

მისი თქმით, გონივრული იქნება, თუ აღნისნული შეხვედრა სტრასბურგში გაიმართება.

„გონივრული იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე ჩვენი საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, რომ აღნიშნული შეხვედრა ჩატარდეს სტრასბურგში. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება არის აუცილებელი, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ვშიშობ, რომ თუკი მაისში ჩატარდა აღნიშნული შეხვედრა თბილისში, მით უმეტეს, თუკი ის ჩატარდა ბატონი ლავროვის ხელმძღვანელობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი, რაც იქნება სამართლიანი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რომელსაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი რამდენჯერმე აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს  ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისგან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics