|
2015-07-31 19:14:18, 964 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პრიტ ტურკი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი თეტ კივისონი და ესტონეთის თავდაცვის ახალი ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა ესტუმრნენ. შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის კიბერუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრია გოცირიძემ სტუმრებს ბიუროს მიზნები, ამოცანები და ასევე, ესტონურ მხარესთან განხორციელებული აქტივობების დინამიკა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის წარმომადგენლებისთვის CSIRT-ის მუშაობის ვიზუალიზაცია მოეწყო. სტუმრები ბიუროში სტაჟირებაზე მყოფ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებსაც შეხვდნენ. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ესტონეთის მხარეს გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ანდრია გოცირიძემ ვიცე-პოლკოვნიკ ტეტ კივისონს ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის ბიუროს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)