|
2015-07-31 15:38:13, 1362 ნახვა
კომენტარი
სუბარი: რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ისნის ჰოსპიტალში შესახლებულებს შენობა არ დაუკანონდებათ
„კატეგორიულად ვამბობ, რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, სამინისტროს ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა 2014 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის გადაეცა. „2014 წელს ჩვენ გადმოგვეცა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა იმისთვის, რომ მოხდეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლება. 160 დევნილი ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს, რომელიც დღეს უმძიმეს პირობებში, ბევრი მათგანი კი ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. იმის გამო, რომ თავის დროზე არ დაიცალა ეს შენობა, მოხდა ხანძარი, პოლიტიკურმა ძალებმა შეუშალეს ხელი და ამ ხანძარს ემსხვერპლა ბავშვი. დევნილები ვერ გადმოვიყვანეთ ამ შენობაში“,-განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, დევნილთა სამინისტრომ ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან 140 ოჯახი ქირით გაიყვანა. „140 დევნილ ოჯახს რამდენიმე თვის განმავლობაში ვუხდიდით ქირას. დღეს ამ ოჯახების რაოდენობა ჩამოვიდა 80-მდე. საჯარო რეესტრში აღმოჩნდა, რომ მათ სხვაგან საცხოვრებლები აქვთ. 25 ათასი ლარი ჩვენი სამინისტროდან ყოველთვიურად იხარჯება იმისთვის, რომ შენობიდან გაყვანილი დევნილები დავაკმაყოფილოთ. მერია და სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს იმ სოციალურად დაუცველებს ან ფსევდო სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქვთ საცხოვრებელი სახლები რეგიონში. ყველა თბილისელ სოციალურად დაუცველს მერია სთავაზობს ქირით გაყვანას, მანამ სანამ მათთვის სოციალური საცხოვრებლები აშენდება. კატეგორიულად ვიტყვი, რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ და მათ ამ შენობიდან აუცილებლად გავიყვანთ. ეს ადამიანები გვინდა გავიყვანოთ ნებაყოფლობით, კანონიერად და თბილად. არ გვინდა იყოს ძალადობა. თუ ისინი არ დაემორჩილებიან კანონის მოთხოვნებს მაშინ მივმართავთ სხვა მეთოდებს. კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მათ დროზე დაცალონ ეს საცხოვრებლები“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, დევნილთა სამინისტროსთან ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახელბულმა პირებმა აქცია გამართეს. ისინი გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)