15:57 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 10:24:20, 5871 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების საბჭოსახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა - შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია ისევე, როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური", - განაცხადა გიორგი  გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. როგორც ცნობილია, იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics