|
2020-02-18 15:21:48, 1778 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ნათია თურნავას ხელმძღვანელობით ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება
18 - 19 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის 19 თებერვალს დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ნათია თურნავა და დელეგაციის წევრები ბელარუსში რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე დაათვალიერებენ რამდენიმე საწარმოს. 19 თებერვალს მინსკში გაიმართება საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, აგროსამრეწველო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა და ა.შ. კომისიის სხდომის ბოლოს გაფორმდება ოქმი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)