|
2020-02-18 13:46:26, 1419 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია პლენარულ სხდომაზე - ესაა საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო
„ეს არის საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომა „ცეკას“ სხდომას შეადარა და თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება „ცეკას“ მოხსენება. „ეს არის საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო. როგორც არ უნდა ამოეფარონ და ვისაც არ უნდა ამოეფარონ ამის ფონზე უნდა მათ ცხოვრება და არ ექმნებათ ამით კომფორტი. ჩვენი ქვეყანა არ იქნება საბჭოთა კავშირი, ჩვენს ქვეყანაში არ იქნება „ცეკას“ მოხსენება, ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვეგუებით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მანვე აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როდესაც სხდომას ნახევრად ცარიელ დარბაზში ატარებენ და ამას დიპლომატიურ კორპუსსაც აჩვენებენ. მისი თქმით, დემოკრატია ასე არ გამოიყურება, დემოკრატია კამათშია. „რაც ვნახეთ გუშინ, შემდეგ შეშინებული შოთაძის გადამალვა და მისთვის კომფორტის შექმნა სხდომაზე არ მოყვანით, ადამიანები, ვინც უყურებდნენ ამ ცარიელ დარბაზს, ამას კიდევ ასწრებენ დიპლომატიურ კორპუსს, რაც არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. დემოკრატია არ გამოიყურება ასე, დემოკრატია გამოიყურება კამათში, მწვავე კრიტიკაში და არა ასე, როდესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ პარლამენტის თავჯდომარე გამოდის და ასე საუბრობს. ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს ყველაფერიცაა ესაა საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, დღეს ოპოზიციის წარმომადგნელბმა პლენარულ სხდომაზე, სსრკ-ს ჰიმნით სცადეს შესვლა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)