17:11 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 14:36:15, 3424 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროპარლამენტი მოგვიწოდებს, მძიმე რეპუტაციის ოპოზიცია, იქნებ საკუთარი მხრებით ატაროთო

 „ესაა მათი დამოკიდებულება და მოწოდება, რომ ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, მძიმე რეპუტაცია აქვთ, თუმცა იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატაროთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარების თქმით, ოპოზიცია ცუდია და მათ მძიმე წარსული აქვთ.

„მათი დამოკიდებულება არის მარტივი, რაც შეიძლება ცუდი მოსასმენი იყოს, მაგრამ პოზიცია ასეთია. კი არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმრე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ისინი ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოსი. ჩვენც ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ესაა მათი დამოკიდებულება და მოწოდება, რომ კი ცუდია ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, მძიმე რეპუტაცია აქვთ, თუმცა რაღაცნაირად იქნებ გაუფრთხილდეთ მათ და ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატაროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტელეკომპანია იმედთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics