|
2020-02-12 10:54:47, 1602 ნახვა
პოლიტიკა
მორიგი კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას
საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას აშშ-ს კონგრესმენმა ენდი ვებერმა მორიგი კრიტიკული წერილი მისწერა. წერილს ვებერი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. კონგრემენი წუხს საქართველოში განვითარებული მოვლენების, აშშ-სთან შემცირებული ინვესტიციების, დაპირებული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ანტიკორუფციული ინდექსის გაურესების გამო. ვებერი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევას, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დაუსაბუთებელი ზეგავლენა წარმოადგენს. „კონგერსი წუხს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკურ კეთილდრეობაზე უარის თქმის გამო. საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნინორია, ამიტომ მე ვუერთდები კოლეგებს, რომლებმაც წინა კვირას მისწერეს საქართველოს მთავრობას. ვუერთდები მათ და ვეთანხმები იმაში, რომ საქართველს მოქალაქეებისთვის დაპირებული დემოკრატიული რეფორმა უნდა გატარდეს. ვგმობ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობას. გასულ წელს შევუერთდი ჩემს კოლეგებს იმაში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის მხარი დამეჭირა. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარება უნდა მოიცავდეს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, სამართლიანობასა და ანტიკორუფციას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ინვესტიციები აშშ-სთან 2017 წლიდან თითქმის 50%-ით შემცირდა.2019 წლის ანტიკორუფციულმა ინდექსმა კი აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ანტიკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მისი ინდექსიც უარესდება. დაუსაბუთებელი გავლენა საკვანძო ინსტიტუტზე, საქართველოსთვის კვლავ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს“, - წერს რენდი ვებერი.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)