|
2020-02-11 19:25:40, 1434 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი - დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია!
„გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია“, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავებას. ხიდაშელი ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ფასი, რასაც ქვეყანა „ამ სისულელეებში“ გადაიხდის, იქნება მაღალი, „დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე! 1. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არასოდეს, არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე ხელი მოკიდეს და ჩაყარეს ციხეებში. 2. თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღაც კანონი აუცილებლად ჰქონდა დარღვეული მაშინ, როდესაც იჭერდნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც. 3. პოლიტპატიმარი ხარ თუ არა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება, ის იზომება იმით: ვინ გასამართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა? როდის გასამართლებენ? რა გარემოებებში ხდება გასამართლება?პირის კავშირი პოლიტიკასთან. რასაც ახლა ვწერ, სულ რაღაც 8 წლის წინ არც იმათ ესმოდათ დღეს რომ სამართლიანად აღშფოთებულ-გაგიჟებული არიან უგულავას დაპატიმრებით, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც მაშინაც ესმოდა და ახლაც ესმით ემოციების და საკუთარი პოლიტგემოვნების მიღმა. სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ჰყოლია როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი, რაზეც დღეს ედავებიან, მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედავად, დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი, რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში“, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში..
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)