17:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 12:56:28, 2003 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ირაკლი შოთაძეს აქვს ღირსების მაღალი შეგრძნება და იმსახურებს მხარდაჭერას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირალი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენენ, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, შოთაძეს აქვს ღირსების მაღალი შეგრძნება და იმსახურებს მხარდაჭერას.

„იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ამაზე ძალიან დიდი უმრავლესობის აზრი უკვე ვიცი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, პარლამენტი მიიღებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებსა და რეპუტაციას. შესაბამისად, მას ღირსების მაღალი შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics