18:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 01:56:50, 4947 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი არ მოხდება - სენატმა პრეზიდენტი გაამართლა

აშშ-ს სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარდგენილ ორივე ბრალში გაამართლა. აქედან გამომდინარე იმპიჩმენტი გამოცხადებული არ იქნება და ტრამპი ვადის ამოწურვამდე აშშ-ს პრეზიდენტი იქნება.

 სენატი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ორ მუხლს თითქმის ორი კვირა განიხილავდა. . ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი პოლიტიკური მოგების მიზნით და კონგრესის იმპიჩმენტის გამოძიებისთვის ხელის შეშლა (ობსტრუქცია).

სენატში "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს, მოწმეთა გამოძახება და დაკითხვა, თუმცა სენატმა, რომლის უმრავლესობასაც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები შეადგენენ, ამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics