|
2020-02-05 15:25:52, 1391 ნახვა
პოლიტიკა
კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. მისთვის უფლებამოსილება შეწყვეტას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგი იყო. კენჭისყრის შემდეგ კოპალიანმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. „მინდა შევქმნა ამ დარბაზში პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული არამედ მადლიერებით აღვსილი. მადლობა ბატონ ბიძინას იმ ადამიანს ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩემსა და ჩვენს ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევემბის გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომლემაც ერთხელ დამიძახა და მომცა შანსი ვყოფილიყავი იმ ხალხის გვერდით, რომელბმაც დააფუძნეს „ქართული ოცნება“. მადლობა მას იმისთვის, რომ 7 წელი მომცა, საშუალება, ჩემი სიტყვა მეთქვა“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა. ცნობისთვის, კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. დეპუტატის მანდატი მან სწორედ ამის გამო დატოვა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)