|
2020-02-05 10:27:13, 1333 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი შაჰინი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვას
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, ნატოსკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს მხარდაჭერა“, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა. როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას განაცხადა ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. „გულწრფელი საუბარი მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მათ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ს მიმართ და მათი მხრიდანაც იყო დადასურებული სტრატეგიული პარტნიორობა“, -აღნიშნა მინისტრმა. მისივე განცხადებით, საქართველო რეგიონში განიხილება მაღალი სტანდარტების დემოკრატიად და სწორედ ამ მაღალი მოთხოვნებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე მომდინარეობს პარტნიორების წერილების სულისკვეთებაც. „ბუნებრივია მე მქონდა კარგი საშუალება იმისათვის რომ მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო მათ წერილში. ვაცნობე იმ მოლაპარაკების პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ხელსიუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე იმ რეკომენდაციების შესახებ რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის. მე დავუდასტურე სენატორებს რომ საქართველო ერთგულია იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ევროპული კურსისა და რომლის შემადგენელიც არის დემოკრატიული არჩევნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ეს იყო კარგი შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე. მათ ცხადად დაინახეს რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება რათა ქვეყანა კიდევ ურო გაძლიერდეს და წინ წავიდეს, მათ შორის მძლარი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)