|
2020-01-31 13:23:28, 2932 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავას მონიტორინგის ქვეშ მყოფ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რაც „ძირს უთხრის ამ ქვეყნებში დემოკრატიულ კოსოლიდაციას და წინააღმდეგობაშია ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“. „საკონსტიტუციო ცვლილებების შეუსრულებლობა 2020 წლისთვის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო ინციდენტებისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევის არასათანადო გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის მკაფიო და ერთიანი შერჩევის კრიტერიუმების ხარვეზები, საკუთარი დისკრეციის სრულად ვერგამოყენება, რომ მოეხდინა სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თაობაზე“, - ნათქვამია რეზოლუციაში. გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. ევროსაბჭო გმობს საქართველოს რეგიონების - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციას.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)