|
2020-01-30 10:30:50, 2378 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: დღეის მდგომარეობით, 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს
„დღეის მდგომარეობით, 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ისევე, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. „მინდა რამოდენიმე აქცენტი გავაკეთოთ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ სამუშაო ადგილები. მოგეხსენებათ, ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ორი თვის წინ, „100 ახალი შეთავაზება ბიზნესს“, განვითარდა ძალზედ წარმატებულად. დღეის მდგომარეობით, 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა. მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ისევე, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)