|
2020-01-28 11:40:55, 1729 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. მათივე თქმით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰენდრიკ დემსთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან. სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ევროპის სასახლეში იგეგმება ასევე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს. დღის ბოლოს კი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართება, სადაც მოეწყობა ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და საქართველოს პრეზიდენტი.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)