|
2020-01-27 16:49:54, 2516 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - ოპოზიცია ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოს ეხება, საკუთარ ინტერესებს მოარგოს
„ოპოზიცია ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების ქვეშ წარმოაჩინოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საკმაოდ საინტერესო წინადადებით წარსდგა ბოლო რაუნდის დროს, რაც გულისხმობდა 100 პროპორციულს და 50 მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატს. „მნიშვნელოვანია, ჩვენს წინადადებაზე ოპოზიციის აზრი, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მათი პოზიცია. ჩვენი ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების ქვეშ წარმოაჩინოს. როცა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული აქტი იქნა მიღებული, მაშინ მათი შეფასებები არ მახსოვს. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას და მაშინ, ეს ჩვენი ოპონენტებისთვის „შეუმჩნეველი“ დარჩა. ორმაგი სტანდარტია, როცა მათი მხრიდან ახლა ცალკეული კონგრესმენების წერილებზე ამხელა გამოხმარებას აქვს ადგილი. ასევე გვახსოვს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, მათ ამისი გაბათილებაც უნდოდათ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)