02:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 13:39:17, 2072 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რის გამოც ის საკუთარმა კოლეგებმა სასტიკად სცემეს

„ლევან ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ამს გამო, ის სასტიკად სცემეს საკუთარმა კოლეგებმა“ , -ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, საკრებულოში მომხდარი გუშინდელი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ძალადობის ყველა ინციდენტი დაუსჯელი დარჩა.

„ეს ძალადობის რეჟიმი არის მათ შორის ფიზიკური ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, დაპატიმრება, დევნა, პოლიტიკური შევიწროება. ეს ყველაფერი მხოლოდ დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის გარდაუვალ კრახს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლევან ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ამის გამო, ის სასტიკად სცემეს საკუთარმა კოლეგებმა.

ჩვენ ვნახეთ, რომ დაუსჯელი დარჩა ძალადობის ყველა ინციდენტი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თუმცა სიტყვიერი თავდასხმა უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატზე აღმოჩნდა, რომ თურმე, დასჯადია. ჩვენ გვახსოვს გამოუძიებელი კორცხელის ამბები, გვახსოვს მთელი რიგი სხვა ინციდენტები და სწორედ ეს არის ძალადობის რეჟიმის წახალისება. ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და არა დემოკრატიული ქვეყნის არჩეული ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics