23:40 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 12:47:00, 2497 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი სახალხო დამცველის საქმეზე - ვერ გეტყვით, რამდენად არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი

„მე ვერ გეტყვით, რამდენად არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი, გავერკვევით და შესაბამის დასკვნას დავდებთ“ , -ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ინფორმაცია სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის შესახებ ჯერ მედიისთვის გახდა ცნობილი და სწორედ მათ გაასაჯაროეს ის.

„ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და მოინახულა პატიმარი ჯერ მედიისთვის გახდა ცნობილი და სწორედ მედიის წარმომადგენლებმა გაასაჯაროეს ეს მოცემულობა .ჩემი ინფორმაციით ამის შემდგომ შესაბამისი განცხადებაც გაკეთდა. მე ვერ გეტყვით რამდენად არსეობს გამოძიების დაწყების საფუძველი გავერკვევით და შესაბამის დასკვნას დავდებთ.ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სახალხო დამცველის საქმიანობა განხორციელდეს შეუფერხებლად და მეორე მხრივ, ობიექტური მოცემულობა დავდოთ“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics