|
2020-01-22 17:16:31, 1362 ნახვა
პოლიტიკა
რამდენჯერმე გაიმეორა, ხელისუფლებას პროპორციული არჩევნები „ნაცმოძრაობამ“ დავადებინეთო - „გირჩი“ გრიგოლ ვაშაძეს უპირისპირდება
„გაიმეორა რამდენჯერმე, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ, კონკრეტულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავადებინეთ ამ ხელისუფლებასო“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ გრიგოლ ვაშაძე საერთო საკონსულტაციო ფორმატში „ნაციონალური მოძრაობის“ აზრის გამხმოვანებელი იქნება, „გირჩი“ მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „გუშინ, ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ადამიანმა გაიმეორა რამდენჯერმე, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ, კონკრეტულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავადებინეთ ამ ხელისუფლებასო. ყველას ძალიან დიდი მადლობაო, ახალგაზრდებს, იმას, ამას, მაგრამ კონკრეტულად ეს საქმე ჩვენი გაკეთებულიაო. ჩემი აზრით, ამ ადამიანთან საუბარი არ ღირს, ეს არის „გირჩის“ პოზიცია. ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ ლიდერთან და ვსაუბრობთ არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმაზე, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებ. თუ ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ აზრის გამხმოვანებელი საერთო საკონსულტაციო ფორმატში, ჩვენ იქ მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)