2020-01-21 10:44:46, 2496 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებიოს სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში, 10,940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და პირადი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10,940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,