02:44 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 16:37:13, 1975 ნახვა

პოლიტიკა
„ნაც. მოძრაობამ“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს არ გამოიძიებს, რადგან ამ საქმეში მათი დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

„ხელისუფლება არ გამოიძიებს ამას იმიტომ, რომ იკვეთება ხელისუფლების დანაშაული. ერთადერთი საშუალება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. ჩვენ ერთი თვის წინ დავარეგისტრირეთ ეს მოთხოვნა და ველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას. ამისთვის საჭირო არის 50 ხმა და იმედი მაქვს, რომ 50 წესიერი დეპუტატი მოიძებნება პარლამენტში, რომელიც მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს, რომელიც ხელს აფარებს დანაშაულს და არ უნდა გამოძიებული იყოს ეს საქმე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics