02:44 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 13:31:41, 1432 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებისა და დასკვნის მიმართ სრული ნდობა მაქვს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების და დასკვნის მიმართ მაქვს სრული ნდობა, - ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მე მაქვს ამომწურავი ინფორმაცია და ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია. მათ შორის, ვინ რა ფორმით მონაწილეობდა და სახელმწიფოს რა რეაქცია ჰქონდა.

სახელმწიფომ ჩაატარა, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და რაც შეეხება სახელმწიფოს გამოძიებას, მე მის მიმართ და ასევე დასკვნების მიმართ მაქვს სრული ნდობა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით ითხოვს, საქმის საიდუმლო მასალების გაცნობის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და სპეცრაზმელების ხელახალ გამოკითხვას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics