02:44 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-12 13:35:17, 1995 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა მას და დაღუპულთა ოჯახებს.

"მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავია კატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს. ახლა ჩვენ მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო. გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას",- აღნიშნულია წერილში. საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი უკრაინის ელჩს, საქართველოში იგორ დოლგოვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია სულავამ გადასცა და თავადაც გააკეთა ჩანაწერი თბილისში უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics