23:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 13:26:10, 1944 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში მხოლოდ წელს უკვე პრივატიზებულია დამატებით კიდევ 10 ობიექტი

„ჩვენს მიერ წამოწყებული მასშტაბური საინვესტიციო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე წელს, ამ წლის დასაწყისში დამატებით კიდევ 10 ობიექტის პრივატიზება მოხდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ელექტრონულ აუქციონზე დამატებით 10 ობიექტის გასხვისებით ბიუჯეტი 4 233 000 ლარი მიიღებს.

„მთლიანად, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, პრივატიზებულია 47 682 200 ლარის ღირებულების 40-მდე ობიექტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროგრამა გრძელდება და ეტაპობრივად ბევრი სხვა საინტერესო ობიექტი დაემატება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.

გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების  განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ინტერატიულ რუკას, სადაც მოცემულია ქვეყნის მასშტაბით არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა,  პერიოდულად დაემატება ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics