|
2020-01-09 10:39:01, 1349 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს მთავრობის სხდომის დაწყებისას. როგორც მან აღნიშნა, რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვასლაზირისით. „მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველას ჩვენი ყურადღება იყო მიპყრობილი იმ ვითარებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან და დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვასლაზირისით. სწორედ ამიტომ, ჩვენ უახლოეს კავშირზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რა ხდება რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავის პარტნიორებთან და ერთობლივად მუშოაბენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნითვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, მისი წარმომადგენლობების, საკონსულოების, საელჩოების საშუალებით შესაძლო გართულებები, რომელიც საქართველოს თითეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება დღეს იმყოფებოდეს დაძასბულობის ზონაში, სრული დახმარება აღმოუჩინოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)