|
2019-12-27 11:12:56, 1832 ნახვა
რეგიონი
კახეთში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. „მელიორაციის გარეშე, სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია. 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა და შედეგად, უკვე 130 ათასი ჰექტარი ფართობია გასარწყავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა მიწას. სამელიორაციო სამუშაოები ზამთრის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა სეზონს მომზადებული დავხვდეთ. სამუშაოები გაგრძელდება 2020 წელსაც. ამბიციური გეგმები გვაქვს ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემო ალაზნის ორი არხი, ფაქტობრივად, მთლიანად კახეთის რეგიონს ამარაგებს სარწყავი წლით, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. კახეთში მაღალი ღირებულების კაკლოვანი კულტურის ახალი ბაღები შენდება. შესაბამისად, წყლით უზრუნველყოფა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. კლიმატის ცვლილებების ფონზე, გამოწვევები სულ უფრო იზრდება და სამინისტრო მუშაობს, რომ კლიმატზე ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავება თანმიმდევრულად განხორციელდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მარჯვენა და მარცხენა მაგისტრალური არხებზე ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია მაგისტრალური არხის 4,4 კმ-იანი მონაკვეთზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების (გალერეა, წყალგამშვებები და მათი მექანიკური მოწყობილობები, მილხიდები) რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 397 000 ლარს შეადგენს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. საირიგაციო სისტემით სარგებლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, წყაროსთავი, იორმუღანლო, დუზაგრამა, ლამბალო, ყანდაურას (ნაწილი) მოსახლეობა შეძლებს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)