04:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 13:37:58, 1757 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ შეშფოთებას გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების ასევე ადამიანის უფლებების კუთხით.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ჰუმანიტარული ხასიათის კრიზისებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ზალკალიანმა დუნია მიატოვიჩს მიაწოდა ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. სატელეფონო საუბრისას, გამოითქვა მზადყოფნა, მხარეებმა შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია და გაცვალონ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics