04:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 13:05:15, 1898 ნახვა

პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი დაამტკიცა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა და დაამტკიცა.

„როგორც იცით, უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრს, ნიკანორ მელიას რეგლამენტის შესაბამისად. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა დოკუმენტაცია ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის როგორც უფლებამონაცვლის ცნობის თაობაზე. არსებობს ცესკო-ს განკარგულება, შესაბამისი დოკუმენტები, რაც არის იმის საფუძველი, რომ კომიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილების ცნობის. შემდგომ თქვენ იცით, რომ რეგლამენტის შესაბამისად, ეს გადაეგზავნება ბიუროს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი შესაბამისი დადგენილებით“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

კენჭისყრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა, კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭვარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლომ დეპუტატის მიმართ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

კერძოდ, მას  25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics