05:49 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 11:24:43, 1257 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: სანამ ამოცანა არ იქნება მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში

„სანამ არ იქნება ამოცანა მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  სასტუმრო „შერატონში“, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩანიშნული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მმართველი გუნდი ჯერ ამბობდა, რომ საერთოდ არანაირი მოლაპარაკების საჭიროება და შესაძლებლობა არ არისო, მერე განსახილველი არაფერი არ არისო, არაფერი არ შეიცვლებაო, ახლა ამბობენ, რომ რაღაც მოიტანეს და არ ვიცი, რა მოიტანეს. ფაქტია, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ არიან და იმსახურებენ ამასაც და უარეს წნეხსაც. ეს წნეხი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა შედეგი, რასაც ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები დაჰპირდნენ საზოგადოებას გავრილოვის ღამის დაღვრილი სისხლის შემდეგ – ეს არის ჩვენი არჩევნების პროპორციულობა. ახლა რაღაცა წინადადება მოიტანეს, შევხედავთ და მოგახსენებთ საზოგადოებას. იმის მიუხედავად, დღეს რა მოიტანეს, სანამ არ იქნება ამოცანა მიღწეული, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში. იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის და პერსონალურად ივანიშვილის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics