07:51 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 11:06:04, 1174 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის განხორციელებაში დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი თანამემამულეები ხშირად სამშობლოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისევე ახლოს არიან საქართველოსთან, როგორც თითოეული ჩვენგანი - ქართულად ასწავლიან შვილებს, ქართული სტუმარ-მასპინძლობით ხვდებიან სტუმრებს და ქართულ ეკლესია-მონასტრებში ლოცულობენ. ჩვენ კარგად გვესმის ამ კავშირების მნიშვნელობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან დამსწრეებს შეახსენა ისიც, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ვალდებულება ქართულმა სახელმწიფომ აიღო და დიასპორაზე ზრუნვა ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა.

„საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში განსაკუთრებული ადგილი განუსაზღვრა სიტყვა „თანამემამულეს" და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს". ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ასეთი ჩანაწერი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics