|
2019-12-15 15:50:17, 1648 ნახვა
პოლიტიკა
ლელოს ლიდერები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ
მამუკა ხაზარაძე და ,,ლელოს’’ ლიდერები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქციაში ასევე მონაწილეობს "ლელოს" ექიმთა ჯგუფი. აქციის მონაწილეები გაემართებიან საოკუპაციო ხაზთან და ვაჟა ექიმის ოჯახთან ერთად მშვიდობიან აქციას გამართავენ. ,,ხელისუფლება არის უუნარო. მან არამარტო ამ, არამედ უამრავ საკითხში ვერ შეძლო სახელმწიფო ინტერესის დაცვა. შესაბამისად, არანაირი იმედი არ მაქვს მისი ქმედუნარიანობის. ერთადერთი იმედი საზოგადოებაა, რომელიც აქ იკრიბება. საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს, რომ მსგავსი საკითხი არ არის ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პრობლემა. მე აქ მოვედი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. როდესაც მსგავსი მოვლენა ხდება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა ექიმს და ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი და სახელმწიფოს ღირსების დასაცავად . სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება უზარმაზარ ღონისძიებებს მართავს, ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მისი წარმომადგენელი კი უკანასკნელი სიტყვებით ილანძღება, რაც გამოხატავს მმართველი პარტიის მენტალობას და შიდა საუბრებს. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ეს არის საზოგადოება, რომელიც ერთიანია, რომელსაც აქვს მაღალი თვითშეგნება და სახელმწიფოებრიობის განცდა. ეს ადამიანები გაისტუმრებენ ამ ხელისუფლებას და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება იმ სახელმწიფოს მშენებლობის გზას, სადაც მსგავსი ფაქტები არ მოხდება’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)