|
2019-12-13 15:14:44, 2042 ნახვა
პოლიტიკა
გახარიამ და ზელენსკიმ საქართველო-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო ევროპული პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზი გაესვა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც ორივე სახელმწიფოსთვის კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების გადალახვაზე და წარმატების მიღწევაზე ორი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. პირისპირ აუდიენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულებისთანავე, გიორგი გახარიამ და ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის თაობაზე. სტრატეგიული საბჭოს საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას - პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვა-უსაფრთხოებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულს. თითოეული მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი მინისტრები უხელმძღვანელებენ, რაც ორმხრივი ყოვლისმომცველი დიალოგის მაღალ დონეზე წარმართვას უზრუნველყოფს. ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეთანხმების უმაღლეს დონეზე ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი სახელმწიფოს მზაობას, ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანონ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)