|
2019-12-12 15:00:11, 2097 ნახვა
პოლიტიკა
„ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, დაჩი ბერაია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. დაჩი ბერაიას განცხადებით, მას გოცირიძემ შეაგინა, რასაც მისი მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია რასაც ის აკეთებს, ამის შემდეგ მე მივიღე მისგან შეურაცხყოფა, შემაგინა, ამის შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლა კაცი ხარ და წესიერად მოიქეცითქო, მან ეს ნათქვამი არ გაიგონა და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით, ბუნებრივი და ადეკვატური, თუმცა კიდე ერთხელ, გულწრფელად მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. დიახ ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“,- აღნიშნა დაჩი ბერაიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)