12:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 18:41:11, 1620 ნახვა

კომენტარი
უგულავა თავდასხმაზე: რუსეთში ივანიშვილის საქმიანობის შესახებ მასალების გასაცნობად ლარნაკაში მივდიოდით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, მასსა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარნაკაში ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციების მისაღებად მიდიოდა, თუმცა თავდასხმის გამო, წასვლა ვეღარ შეძლო.

„ჩვენ რამოდენიმე დღით მივდიოდით ლარნაკაში. მქონდა შეხვედრა რამდენიმე არასაქართველოს მოქალაქესთან  და ზუსტად ამას ვუკავშირებ, საქმე ეხება ივანიშვილის საგმირო საქმეებს, მაშინ როცა ის რუსეთში იყო, აქ საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, საუბარია ფულის გათეთრებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებს მოეპოვებათ, მე უნდა გავცნობოდი ამას და შესაბამისად, როგორც კი ივანიშვილმა და მისმა "ოპრიჩნიკებმა" ეს  გაიგეს, მოაწყვეს  სამასხარაო ჩხუბი აეროპორტის დახურულ ზონაში. ეს კიდე უფრო მეტად მიღრმავებს იმ ეჭვს, რომ  ის საბუთები, რომელიც მე უნდა მენახა ღირს ნახვად და არათუ ღირს ნახვად, როგორც ჩანს, საზოგადოებისთვისაც ღირს ნახვად, იმიტომ, რომ  ამხელა ოპერაციის დადგმა, იმისთვის, რომ ხელი შეუშალო ადამიანს, რომ არ შევიდეს და არ შეხვდეს მხოლოდ და მხოლოდ ამაზე მეტყველებს“,- განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics