|
2019-12-11 16:34:56, 1682 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ზურაბიშვილზე: ლაპარაკი თუ არ შეუძლია, პენსიაზე წავიდეს
"ლაპარაკი თუ არ შეუძლია წავიდეს პენსიაზე“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "საქართველოს ჯარი არ ჰყავს და არც ეყოლება". მან პრეზიდენტს მოუწოდა, ბოდიში მოიხადოს. „სისულელეების ლაპარაკის ნაცვლად, რომ ვერ გაუგეს თურმე, რა ვერ გაუგეს? ჩანაწერი არ არის თუ რა? სწრაფად, დროზე ბოდიში მოიხადოს. თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც მერე შეხვდება ხოლმე, როცა ასეთ სამარცხვინო რაღაცეებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე. აუცილებელი არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს, რომ მიხვდეს რომ უნდა წავიდეს. ლაპარაკი თუ არ შეუძლია წავიდეს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი“.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)