10:03 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 17:42:35, 1677 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: უმრავლესობას დეტალურად გავაცანით რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი

„უმრავლესობას უფრო დეტალურად გავაცანით რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით, არცერთ მათგანს თავიანთი შემხვედრი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

მე ჩემს პოზიციას კიდევაც ჩამოყალიბებული რომ მქონდეს, ვერ დავაფიქსირებ. დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მე ჩემი პოზიციით, რა თქმა უნდა, არ დავტვირთავ არც საზოგადოებას და არც ჩვენი უმრავლესობის წევრებს. რადგან ეს შეიძლება რაღაცის განმსაზრვრელი აღმოჩნდეს. ჩვენ დღეს არცერთ ჩვენგანს პოზიცია შემხვედრი არ დაგვიფიქსირებია ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ვინ რა რისკებს ხედავს. უბრალოდ გავაცანით უმრავლესობას უფრო დეტალურად თუ რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. ჩვენ შევაჯერებთ მასთან დაკავშირებულ პოზიციებს და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებულ პოზიციებს, მინდა საზოგადოებას კარგად ესმოდეს, რომ მაჟორიტარული სისტემის ქვეშ იმ 73 მანდატის განაწილების წესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია შეიძლება დარეგულირდეს კანონით მრავალგვარად. ჩვენ ყველა შესაძლო ვერსიაზე ვილაპარაკებთ და ამის შემდეგ ჩვენს შემხვედრ გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics